Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამატებითი განმარტებები ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით

 

 

შეგახსენებთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 2 მარტის 17 საათიდან. ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. მიაქციეთ ყურადღება, რომ სალექციო ნაკადები ძირითადად შეთავაზებულია დისტანციური სწავლების ფორმატით, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ჯგუფები იქნება შეთავაზებული როგორც საუდიტორიო, ისე დისტანციური ფორმატით (იხ. ცხრილი).

 

სასემინარო ჯგუფებში მეცადინეობის ამა თუ იმ ფორმატის მსურველთა იდენტიფიცირებისთვის, საჭირო გახდა წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც გამოავლენს საუდიტორიო და დისტანციური ფორმატის მსურველთა რაოდენობას.

 

ამდენად, მხოლოდ იმ საგნებში, რომელთაც აქვთ სასემინარო ჯგუფები, ლექციებზე რეგისტრაციის დროს გაიხსნება ორი “ფიქტიური“ სასემინარო ჯგუფი მითითებით: „სააუდიტორიო“ და „დისტანციური“. გთხოვთ, გააკეთოთ შესაბამისი არჩევანი.

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ სემინარების ჩატარების დრო ასევე ფიქტიურია და ეს ფორმატი შეთავაზებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ მიახლოებით გავიგოთ, თუ რამდენ სტუდენტს სურს დისტანციურად და რამდენს საუდიტორიო პირობებში სწავლა, რასაც შემდგომ გავითვალისწინებთ სამუშაო ჯგუფების დაგეგმვისას.

 

 გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი,  უფლებაში უპირატესი).   სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად.  არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. 


თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე,

გთხოვთ, მოგვწეროთ  Lms.tsu.ge-დან.  ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ

ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოაგზავნეთ განცხადება. საგნებზე ადგილები

დაემატება თქვენი მოთხოვნისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით  3

მარტს, 15:00 საათზე. რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილს სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვმართოთ, ასევე,  Lms.tsu.ge  ბაზიდან, „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 5 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება ყველა თხოვნა.  

 

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ  ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროულად მიღება.

 

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). მნიშვნელოვანია, განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. 

 

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით

სასემინარო მეცადინეობები იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 14 მარტს.
სასემინარო მეცადინეობის ცხრილი გამოქვეყნდება 9 მარტს 17 საათზე, ხოლო რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 11 მარტს 17 საათზე. 

ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად.

 

 

გისურვებთ  სასურველი  ინდივიდუალური  ცხრილის  შედგენას!